About Us

კომპანია Cash Flow შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ დასჯერდა მხოლოდ ბიზნესის ფუნქციონირებას — არამედ ისურვა მისი მდგრადი განვითარება, სტაბილურობა და წარმატება.

დაფუძნების მთავარი მოტივაცია იყო რეალური საჭიროება: ბიზნესების უდიდესი ნაწილი ფინანსური გაურკვევლობის, არასწორი აღრიცხვისა და დაბალი კონტროლის გამო კარგავს პოტენციალს. ჩვენ ეს პრობლემა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და მივხვდით – საჭირო იყო სისტემა, რომელიც ფულს არამხოლოდ დაითვლის, არამედ გააკონტროლებს, წარმართავს და მომავალზე იმუშავებს.

Cash Flow შეიქმნა იმისთვის, რომ:

  • ბუღალტერია არ ყოფილიყო ტვირთი, არამედ მხარდაჭერა;
  • მეწარმეს არ ეშინოდეს რეპორტებისა და საგადასახადო ვალდებულებების;
  • ფინანსური ანალიზი იქცეს წარმატების სტრატეგიულ იარაღად.
  • ჩვენი მისიაა სანდო, გამჭვირვალე და პროფესიონალური მომსახურებით დავეხმაროთ თითოეულ ბიზნესს, დაინახოს სრული სურათი — არა მხოლოდ სად არის დღეს, არამედ სად შეიძლება იყოს ხვალ.

Cash Flow — იმიტომ, რომ ყოველი ბიზნესი იმსახურებს ფინანსურ თავისუფლებას, და ამ გზაზე სანდო პარტნიორი გადამწყვეტია.