საპენსიო და საშემოსავლო აღრიცხვა

რას გულისხმობს: ეს სერვისი მოიცავს ყველა იმ ფინანსურ პროცესს, რაც უკავშირდება თანამშრომლების ანაზღაურებას, მათ შორის: ხელფასების გამოთვლას და დარიცხვას, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების სწორად გამოთვლასა და გადარიცხვას, RS.ge-ს სისტემაში მონაცემების დროულად შეტანას, ხელფასების გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის წარმოებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თანამშრომელთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები მაღალი სიზუსტით და კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა ხდებოდეს. შეცდომები იწვევს: ჯარიმებს, დაძაბულობას თანამშრომლებთან, კომპანიის რეპუტაციულ რისკს.

სარგებელი მომხმარებლისთვის: გარანტირებულად უზრუნველყოფილი აქვს სწორად და დროულად შესრულებული ხელფასების მართვა, თავიდან აირიდებს ანგარიშგების ტექნიკურ სირთულეებს, თანამშრომლები უფრო მშვიდად და ნდობით ეკიდებიან კომპანიას, რაც ზრდის მოტივაციას.