საგადასახადო დაგეგმვა და კონსულტაცია

რას გულისხმობს: ამ სერვისის ფარგლებში „Cash Flow“ გთავაზობთ კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით: გადასახადების სტრატეგიულ დაგეგმვას, დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას, საგადასახადო რისკების შეფასებას.

გადასახადების გადაჭარბებული გადახდა ამცირებს ბიზნესის მომგებიანობას, ხოლო ნაკლები გადახდა იწვევს ჯარიმებსა და პრობლემებს. სწორი დაგეგმვით: ბიზნესი იცავს თავს ზედმეტი ხარჯებისა და იურიდიული რისკებისგან, იღებს მაქსიმალურ სარგებელს არსებული საგადასახადო შეღავათებისგან, ინარჩუნებს მდგრადობას და სანდოობას მარეგულირებელი ორგანოების წინაშე.

სარგებელი მომხმარებლისთვის: მიიღებს სპეციალიზირებულ დახმარებას ბიზნესის სწორად სტრუქტურირებაში, თავიდან აირიდებს საერთო შეცდომებს, რაც დამწყებთათვის საკმაოდ ხშირია.