ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

რას გულისხმობს: მომზადდება რეგულარული ფინანსური ანგარიშგებები, რაც ბიზნესს სრულ სურათს მისცემს მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აქ შედის: ბალანსის შედგენა, შემოსავალ-გასავლების ანგარიში (P&L), ფულად მოძრაობის ანგარიში (Cash Flow Statement), ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი.

რატომ არის მნიშვნელოვანი:

მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვა არ არის საკმარისი. საჭიროა გაგება – რას გვეუბნება ეს მონაცემები? ანგარიშგება და ანალიზი გვიჩვენებს: რამდენად მომგებიანია ბიზნესი, სად მიდის ყველაზე მეტი რესურსი, რამდენად ეფექტიანია მიმდინარე სტრატეგია.

სარგებელი მომხმარებლისთვის: მიიღებს დასაბუთებულ ფინანსურ სურათს, რომელიც დაეხმარება კომპანიას სწორ მენეჯმენტში; შეძლებს რისკებისა და შესაძლებლობების დროულად ამოცნობას; მომზადდება ბანკებისთვის, ინვესტორებისთვის ან მარეგულირებლებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.